მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გროს ენერჯი ჯგუფის" პროექტებით წელს $304 მილიონის ღირებულების 11 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება

590c8e0857038
სალომე მეცხვარიშვილი
08.05.17 12:40
2189
"გროს ენერჯი ჯგუფის" პროექტებით წელს 11 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება, რომელთა საერთო ღირებულება 304 მილიონი დოლარია,- ამის შესახებ „საქმის კურსს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ანგული ტყებუჩავამ განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია მდინარე ტეხურასა და ხოხბისწყალზე 3-საფეხურიანი კასკადის მოწყობაზე, ასევე მდინარე ხაისურაზე, სადაც 2-საფეხურიანი კასკადი მოეწყობა და მდინარე არაგვზე მცირე ჰესის მშენებლობაზე.

ყველაზე მასშტაბური მდინარე ტეხურაზე მოწყობილი კასკადი იქნება, რომლის ღირებულება 200 მილიონი დოლარია, ხაისურაზე მოწყობილ ჰესებზე 28 მილიონი დაიხარჯება, არაგვზე - 60 მილიონი, ხოლო ხოხბისწყალზე - 6 მილიონი.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰესების ნაწილზე ენერგეტიკის სამინისტროსთან მემორანდუმი უკვე გაფორმებულია, ნაწილზე კი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

"გროს ენერჯი ჯგუფი" 2009 წელს დაარსდა და ჰიდროენერგეტიკული პროექტების შედგენას, დოკუმენტაციის მომზადებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ახორციელებს. აღნიშნული კომპანია აჭარაში "შუახევი ჰესის“ მშენებლობასაც უწევს ზედამხედველობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები