სამშენებლო, სარემონტო მასალებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, Grossmann გაფართოებას განაგრძობს. ბრენდი, მომხმარებლებს სრულ სამშენებლო ეკოსისტემას სთავაზობს და მშენებლობისთვის ყველა საჭირო რესურსის მიწოდებას ერთი ფანჯრის პრინციპით ახდენს.
დაგეგმვა, მართვა და ზედამხედველობა - Grossmann-ი მომსახურების სრულ სპექტრს აერთიანებს და მომხმარებელს სამშენებლო პროექტების წარმატებით დასრულებისთვის თანამედროვე და გამოცდილ მიდგომებს სთავაზობს.

Grossmann-ის პორტფელი მომსახურებასთან და ადგილობრივ წარმოებასთან ერთად, გლობალური ბრენდების პროდუქტებსა და მასალებს მოიცავს - მათ შორის, სამშენებლო მასალები, ხელსაწყოები და დანადგარები, ელექტრობა, სანტექნიკა, აგრარული და საყოფაცხოვრებო პროდუქცია.

ვახტანგ კაჭარავა, Grossmann-ის დამფუძნებელი: „Grossmann-ის მიზანია, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ მშენებლობის პროცესი. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს კერძო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი თუ მასშტაბური კომერციული მშენებლობა. ჩვენი გუნდი უზრუნველჰყოფს, რომ მშენებლობის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული იყოს. ამისათვის, დავამატეთ მომსახურებები და ახლა უკვე სრულ სამშენებლო ეკოსისტემას ვფარავთ. ამასთან ერთად, მაქსიმალურად გავზარდეთ ასორტიმენტი, დავიმატეთ არაერთი ბრენდი და უკვე ჯამში 3 ფილიალით ვართ წარმოდგენილები თბილისის მასშტაბით. საბოლოოდ, გვსურს სექტორში სრული ეკოსისტემა შევქმნათ. ამასთან გვჯერა, რომ მომხმარებლებთან გულწრფელი და ღია ურთიერთობა საერთო წარმატების გასაღებია“.
სამშენებლო პროექტის დაგეგმარება
სამშენებლო პროექტის წარმატებისთვის, მისი სწორი დაგეგმარება მთავარი პირობაა. Grossmann-ის გუნდი მომხმარებელს ამ პროცესის გამარტივებაშიც ეხმარება - დაგეგმარება, დოკუმენტების მომზადება, წინასწარი ხარჯთაღრიცხვა, პროფესიონალების დახმარებით ხდება.
წინასწარი დაგეგმარება კი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას აირიდოს გაუთვალისწინებელი ხარჯები და დაზოგოს დრო, შექმნას მის ბიუჯეტზე და სურვილზე მორგებული სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია, რაც მოიცავს დიზაინ პროექტს, არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო დოკუმენტებსა და ხარჯთაღრიცხვას.
მშენებლობა
სრული სამშენებლო ეკოსისტემის შესაქმენელად, Grossmann-ი არაერთ პროფესიონალს აერთიანებს. მათ შორის, გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ არქიტექტორებს, ინჟინრებს, მშენებლებს, საქმეთა მწარმოებლებს, ადამიანებს, რომლებიც თანამედროვე მიდგომებითა და გამოცდილებით, სამშენებლო პროექტის წინასწარ დაგეგმვასა და განხორციელებაში ეხმარებიან მომხმარებლებს.
Grossmann-ის მომხმარებელი სრულ მომსახურებას იღებს, რაც მოიცავს სამშენებლო პროცესის სრულ მართვას, პროექტის მენეჯმენტს, მშენებლობის უშუალო პროცესს და მის ზედამხედველობას.

სამშენებლო პროდუქტები
Grossmann მშენებლობისთვის საჭირო პროდუქტების ვრცელ პორტფელს აერთიანებს და 500- ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან პარტნიორობს. მათი პორტფელი აერთიანებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების 10 000-ზე მეტ პროდუქციას, როგორიცაა: KNAUF, MAPEI, SOUDAL, CAPAROL, MILWAUKEE, SCHNEIDER, OSTENDORF, HENKEL, KIP, HPX, SISTA, BISON, WKRET-MET, HARDY, DÉCOR, ALBERTONI, PENOPLEX, VECHRO, GARDENA, FISKARS, KUDO, TOTAL…

- სამშენებლო მასალები
- ელექტროობა
- გათბობა გაგრილება
- სანტექნიკა
- ინსტრუმენტები და დანადგარები
- აგროსფერო
- საყოფაცხოვრებო პროდუქტები
ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რასაც Grossmann-ის მაღაზიებში შეხვდებით. კომპანიაში უკვე მოქმედებს მიწოდების სისტემაც და მათი პროდუქციის მიღება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, უმოკლეს ვადაშია შესაძლებელი.
Grossmann
ააშენე, მოუარე, განავითარე




























