მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Грузинские Натуральные Продукты" - საპარტნიორო ფონდი ბელარუსში მაღაზიას ხსნის

5ca1eaac37a62
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.19 14:50
971
საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ბელარუსში შვილობილი კომპანია ООО «Грузинские Натуральные Продукты» დააფუძნა, რომელიც ქალაქ მინსკში მაღაზიის გახსნას გეგმავს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ განაცხადა, რომ კომპანიას საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის განხორციელების უფლება მიენიჭა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობისა და „საპარტნიორო ფონდის“ მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოში წარმოებული ნატურალური პოდუქტების ექსპორტის მიზნით, ბელარუსის მთავრობამ მინსკის ქალაქის ცენტრში გამოყო ფართი “ქართული სავაჭრო სახლის” განთავსებისთვის.

“ქართულ სავაჭრო სახლში” ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, მარანი და ენოთეკა განთავსდება, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ნატურალური პროდუქტები, ქართული დასახელების ღვინოები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები.

ამასთანავე, საპარტნიორო ფონდი ბელარუსში მამუკა ბახტაძის ვიზიტისთვის ემზადება, რომელიც 2019 წლის მაის-ივნისში უნდა შედგეს. ფონდის მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვით ООО «Грузинские Натуральные Продукты» ამ ღონისძიების ორგანიზებაზე $600,000-ს დახარჯავს.

საპარტნიორო ფონდმა ბელარუსში კომპანია 2018 წლის მარტში დააფუძნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები