მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა გუნდის დახმარებით, GS BROKERS ბაზარზე მოზიდული და სადაზღვევო კომპანიებში განთავსებული პრემიის მოცულობით ლიდერ პოზიციას მყარად იკავებს. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მაღალ რეპუტაციას, საიმედოობასა და კორპორატიული კლიენტების განსაკუთრებულ ნდობას.
ამ მნიშვნელოვან წარმატებასთან ერთად, კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ბაზრის წინაშე ახალი ბრენდის იდენტობითა და ვიზუალით წარსდგება. ეს ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მკაფიოდ ასახავს GS BROKERS-ის ღირებულებებს, ინოვაციურ მიდგომებსა და მის გლობალურ მასშტაბებს.
ვინ არის და რას საქმიანობს GS BROKERS?
GS BROKERS არის სადაზღვევო ბროკერი, რომელიც მზღვეველებთან ურთიერთობაში სრულად და უპირობოდ წარმოადგენს მომხმარებლის ინტერესებს. როგორც თქვენი დამოუკიდებელი პარტნიორი, კომპანია დეტალურად აანალიზებს ბაზარს, ეფექტურად მართავს კორპორატიულ რისკებს და სადაზღვევო კომპანიებისგან თქვენი ბიზნესისთვის ექსკლუზიურ, მაქსიმალურად მომგებიან პირობებს აღწევს.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის:
- ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევას;
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სამშენებლო რისკების დაზღვევას;
- სპეციფიკურ და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს (საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების, ომისა და ტერორიზმის რისკების დაზღვევა).
ინოვაციები და მდგრადი განვითარება
კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ადგილობრივი ბაზრისთვის უახლესი პროდუქტების შეთავაზება წარმოადგენს. ამის მკაფიო მაგალითია კიბერდაზღვევა - თანამედროვე ბიზნესისთვის სულ უფრო აქტუალური მიმართულება, რომელიც ორგანიზაციებს კიბერშეტევებით, მონაცემთა გაჟონვითა და სხვა ციფრული რისკებით გამოწვეული ფინანსური ზარალისგან იცავს.
გარდა ამისა, GS BROKERS-ი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასა და განახლებადი ენერგიის განვითარებას. 2026 წლის იანვრიდან კომპანია საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ოფიციალური წევრია.
გლობალური სტანდარტი და WTW-ის ექსპერტიზა
GS BROKERS-ის წარმატების უმთავრესი საფუძველი საერთაშორისო მხარდაჭერაა. კომპანია ოპერირებს მსოფლიო ლიდერის - საერთაშორისო საბროკერო ქსელის, WTW Willis-ის სტანდარტებით, რაც კლიენტებისთვის მსოფლიო დონის ექსპერტიზის გარანტიაა.
როგორც WTW-ის ოფიციალური პარტნიორი, GS BROKERS ქართულ ბიზნესს აძლევს წვდომას უმსხვილეს გლობალურ ინტელექტუალურ რესურსზე, უახლეს ანალიტიკასა და სადაზღვევო რისკების მართვის უმაღლეს კულტურაზე.
რა უპირატესობას ანიჭებს ბიზნესს საერთაშორისო პარტნიორობა?
გლობალურ ექსპერტიზაზე, ფართო სადაზღვევო და გადაზღვევის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის შესაძლებლობებსა და მედეგობას. აღნიშნული თანამშრომლობა აძლიერებს GS BROKERS-ის საპარტნიორო პოზიციებს, რაც პირდაპირ აისახება კლიენტებისთვის უფრო კონკურენტული, მოქნილი და ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებაში.
ბრენდის განახლებული ვიზუალი სწორედ ამ მისიის გაძლიერებას ემსახურება - შესთავაზოს ქართულ ბაზარს კიდევ უფრო დინამიკური, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების სადაზღვევო საბროკერო სერვისი.
GS BROKERS - გლობალური გამოცდილება, ლოკალური დაცვა.

























