GSAC ახალ ღია პლატფორმას ქმნის, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმების შემუშავება იქნება. უფრო დეტალურად, რაც ამ ეტაპზე ვიცით, პლატფორმა მიზნად ისახავს: პოლიტიკურ აქტორებსა და პარტიებს შორის ძალისხმევის და რესურსების მობილიზაციას; უცხოელ პარტნიორებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაციას; საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან აქტიურ მუშაობას, მიუკერძოებელი და დეტალური გამოძიების ჩასატარებლად, რომელიც გამოააშკარავებს „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული არჩევნების მტკიცებულებებს; საზოგადოების ფართო ფენებთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე კომუნიკაციას.
სტუმარი: ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი, მმართველობის წევრი
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად