მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G&T 2018 წელს ეკონომიკის 5.4%-ით ზრდას პროგნოზირებს

5b0bbde8be3c1
ნინო კვინტრაძე
28.05.18 12:34
763
G&T 2018 წელს ეკონომიკის 5.4%-ით ზრდას პროგნოზირებს. საინვესტიციო კომპანიის პროგნოზი გაუმჯობესებულ საგარეო მაჩვენებლებს, მთავრობის მიერ დაანონსებულ რეფორმებსა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას უკავშირებს. თუმცა, G&T აღნიშნავს, რომ ეკონომიკური რისკები, შესაძლოა, კვლავ საგარეო სექტორს უკავშირდებოდეს.

მიმდინარე წელს G&T ტურისტების რაოდენობის 21.2%-ით ზრდას პროგნოზირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს 4.2 მილიონი ტურისტი ეწვევა. საინვესტიციო კომპანიის პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2018 წელს 22.4%-ით გაიზრდება და 3.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

G&T ტურიზმის ზრდის პროგნოზსაც აქვეყნებს, - წლიური 18.4%.

საინვესტიციო ბანკმა გაზარდა ფულადი გზავნილების ზრდის მაჩვენებლის პროგნოზი. მათი ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები 15%-ით გაიზრდება და 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწევს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები