G&T: 2022 წლისთვის, შესაძლოა, ქვეყანამ 7,6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს
GALT & TAGGART საქართველოში ტურიზმის სექტორის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელვან წყაროს წარმოადგენს. კვლევაში საუბარია ტურიზმის სტატისტიაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წელს საქართველოში 3.5 მლნ ტურისტი ეწვია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა. ,,გალტ & თაგარტის" პროგნოზით, შესაძლოა, წელს საქართველოს 4.2 მლნ ტურისტი ეწვიოს, 2022 წლისთვის კი ქვეყანამ 7.6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს, რაც საქართველოს მოსახლეობაზე 2-ჯერ მეტია.