მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GT Group-მა JEU Group-ს Ford TRUCKS-ის 10 ახალი თვითმცლელი გადასცა

5e4f9e3574a80
BM.GE
21.02.20 13:00
3633

დივერსიფიცირებული სავაჭრო და მომსახურების ჰოლდინგურმა კომპანია GT Group-მა, 19 თებერვალს, მორიგი მასშტაბური პროექტი წარმატებით დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, საგზაო-სამშენებლო კომპანია JEU Group-ს, Ford TRUCKS-ის 10 ახალი თვითმცლელი 4142D DC გადაეცა.

პროექტში აქტიურად იყო ჩართული ასევე საქართველოს სალიზინგო კომპანიაც, რომელმაც სალიზინგო მომსახურება გაუწია აღნიშნული თვითმცლელების შესაძენად.

19 თებერვალს, GT Group-მა, ორივე კომპანიის წარმომადგენელს JEU Group-ის ბაზაზე უმასპინძლა და საზეიმო ვითარებაში გადასცა თვითმცლელები. ცერემონიას ესწრებოდნენ GT Group-ის, JEU Group-ისა და საქართველოს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები.

GT Group-ის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ლევან გოგსაძემ, წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავი სერტიფიკატები საქართველოს სალიზინგო კომპანიის ბიზნეს ლიზინგის უფროსს ბატონ გიგი გაბრიჭიძესა და JEU Group-ის ხელმძღვანელ ბატონ გიორგი თავართქილაძეს გადასცა.

შეგახსენებთ, რომ დივერსიფიცირებული სავაჭრო და მომსახურების ჰოლდინგური კომპანია GT Group-ი, 2007 წლიდან, ოფიციალურად წარმოადგენს Ford TRUCKS საქართველოში. კომპანია ასევე 15 წელზე მეტია არის ISUZU-ს, IVECO-ს, CASTROL-ის, New Holland-ის და სხვა არაერთი საერთაშორისო ლიდერი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები