მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G&T: "ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობაში მნიშვნელოვანი ვარდნაა"

5bbc6e655001f
BM.GE
09.10.18 13:30
984
,,Galt&Taggart”-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, სექტემბერში ტურისტების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია.

,,ტურისტების რაოდენობა მხოლოდ 9%-ით გაიზარდა, ჯამური ვიზიტორების რაოდენობა კი 6%-ის ფარგლებში, მაშინ, როცა 9 თვის განმავლობაში ტურისტების 20%-იანი ზრდა იყო და მათმა რაოდენობამ 3,8 მილიონს მიაღწია“-განაცხადა ბოჭორიშვილმა გადაცემაში ,,საქმიანი დილა“. მან ბაზარზე არსებულ ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წელს ვიზიტორების მთლიან რაოდენობაში, პირველ პოზიციაზე რუსეთმა გადაინაცვლა. ,, სწორედ ამ ქვეყნიდან შემომსვლელები გახდნენ, მთელი ამ ზრდის წარმმართველები და კონტრიბუტორები. სექტემბერში, ამ ქვეყნიდან ვიზიტორების 28%-იანი ზრდა იყო, აზერბაიჯანიდან 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თურქეთიდან ვიზტორები კი 9%-ითაა შემცირებული, რაც სავარაuდოდ ლირის გაუფასურებას უკავშირდება“-განაცხადა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, რადიკალურად შეიცვალა სურათი ირანთან მიმართებაში. ,,ბოლო ორი თვეა, ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობაში მნიშვნელოვანი ვარდნაა - 33%-ის ფარგლებში, მხოლოდ სექტემბერში კი ირანიდან შემომსვლელი ტურისტები 42%-ით შემცირდა. შარშან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა, რის გამოც ტრადიციული ვიზიტორების (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთ) წილი ჯამურ რაოდენობაში იკლებდა, თუმცა წელს ეს მუხტი არ გაგრძელდა.“-აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები