Galt&Taggart საშუალოვადიან პერიოდში ლარის დოლარის მიმართ 2,4 ნიშნულამდე გამყარებას ელოდება. საინვესტიციო კომპანია აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურება სეზონურობას და ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებულ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება.
ამასთან, G&T აღნიშნავს, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც ლარის კურსზე ახდენს გავლენას ამ დროისთვის დადებითია და შესაბამისად ლარი დოლარის მიმართ საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება.

























