მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

G&T-მა საუკეთესო საინვესტიციო ბანკის და საუკეთესო მრჩევლის წოდება მიიღო

5948f1e2bbb43
BM.GE
20.06.17 13:53
975
გალტ & თაგარტმა განაცხადა International Finance Magazine (IFM) ჯილდოების მიღების თაობაზე. IFM-მა გალტ&თაგარტი დააჯილდოვა, როგორც საქართველოში 2017 წლის "საუკეთესო მრჩეველი კორპორატიულ ფინანსებში“ და „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი". IFM-ის ჯილდოები გადაეცემა საერთაშორისო ფინანსების სფეროში მოღვაწე კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ხსენებული ინდუსტრიის განვითარებაში.

"გალტ&თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. უფრო მეტიც, კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და ღირებულ მხარდაჭერას უწევს ქართულ კომპანიებს დაფინანსების წყაროთა დივერსიფიცირებაში. აღნიშნული აღიარება ხსენებული მიღწევების დასტურია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „გალტ & თაგარტ"-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები