მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

G&T საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა

5a95734ed7f94
BM.GE
27.02.18 19:02
1202
Galt & Taggart საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა. Global Finance-მა ეს წოდება G&T-ს უკვე მეოთხედ მიანიჭა. გამოცემა გამარჯვებულებს ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებაზე დაყრდნობით ავლენს. ასევე შეფასების კრიტერიუმი მოიცავს საბაზრო წილს, სერვისს, სტრუქტურულ შესაძლებლობებს და სხვა.

„2014 წლიდან კომპანია არის ლიდერი ადგილობრივ ბაზარზე ბონდების განთავსების კუთხით, როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. აღნიშნული ტრანზაქციების მოცულობამ მილიარდ ლარს გადაჭარბა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები