მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GT VINEA-ს ორგანიზებით, 29 ივნისს, მცირე მარნების მხარდასაჭერი ღვინის გამოფენა-გაყიდვა - “ღვინის შაბათი” გაიმართება

ჯითი ვაინეა
26.06.24 11:31
189

ჯი-თი ვინეას ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, შაბათს, 29 ივნისს, უკვე მეორედ, მცირე მარნების მხარდასაჭერი ღვინის გამოფენა-გაყიდვა - “ღვინის შაბათი” გაიმართება.

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს მცირე მარნების ცნობადობის გაზრდას და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას. ღონისძიების მიმართ გამოხატულმა დიდმა ინტერესმა გამოიწვია ღვინის მწარმოებლების ჩართულობის ზრდაც, რის შედეგადაც 29 ივნისს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ 30 მცირე მარნის საქმიანობას, დააგემოვნონ და შეიძინონ მათი ღვინოები და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

წარმოდგენილ ბრენდებს შორის არიან: აგიდელა, ნაფერი, ნანატრი, ჭალელი, შეთეს მარანი, ზოდი, ჯოს ვაინს, ენოვანი, ორკოლი, ხაშმი ჰილს, სოლომონე, საწნახელი, ანტოს ღვინოები, წინანდალი 1986, Spring Fields, თემივინო, დამილიე, შეთეს მეღვინეობა, შატო ატენი, ატენის ტერასები, მოსავალი პირველი, ულევარის ველი, ჩალაბრიანი, ბარბალეს მარანი, შათირიშვილის მარანი, შეთეს მეღვინეობა, სოლომონიშვილი ვაინერი, წერო ვაინი, ზეღვინო, მარბანო.

საქართველოს ღვინის კულტურა უკვე 8000 წელზე მეტს ითვლის და წარმოადგენს ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციების მნიშვნელოვან ნაწილს. “ღვინის შაბათისმიზანია ამ მდიდარი კულტურისა და ტრადიციების გაგრძელება და მისი კიდევ უფრო გამრავალფეროვნება. ჯი-თი ვინეა ამ ღონისძიებით ეხმარება მცირე მარნებს ფართო აუდიტორიას მიწვდნენ, რაც ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნასა და პარტნიორობას მოიაზრებს.

ღვინის შაბათიასევე ხელს უწყობს ქართული ღვინის მემკვიდრეობის გაღრმავებასა და დაფასებას. ღონისძიება ღვინის ენთუზიასტებს სთავაზობს შესაძლებლობას აღმოაჩინონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ღვინოები, გაეცნონ მეღვინეობის ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და უშუალოდ დაუკავშირდნენ მწარმოებლებს.

ღონისძიების ორგანიზატორი, ჯი-თი ვინეა, უკვე მეორე წელია, რაც ამარაგებს ქართულ ბაზარს ღვინის საწარმოო ინვენტარით, დამხმარე საშუალებებით, სავენახე აღჭურვილობითა და მასალებით. ჯი-თი ვინეას მიზანია ადგილობრივი მომხმარებილისთვის მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის მქონე პროდუქციის მიწოდება, მათთვის კონსულტაციის გაწევა და გაყიდვების შემდგომი სერვისის მიწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები