მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

G&T: წელს ტურიზმიდან ქვეყანა 3,2 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს

5bbc5fbef40af
თამუნა დემეტრაშვილი
09.10.18 12:00
884
"Galt&Taggart” წელს ტურიზმიდან 3,2 მილიარდი დოლარის შემოსავალს პროგნოზირებს. როგორც ,,galt&Taggart”-ის კვლევების დეპარტემანტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა, გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ განაცხადა, შემოსავლების კუთხით 9 თვეში მნიშვნელოვანი - 20%-იანი მატება დაფიქსირდა და ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. ბოჭორიშვილმა აქვე დასძინა, რომ გასულ წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2,7 მილიარდი დოლარი იყო. მისი თქმით, წელს, ისევე როგორც შარშან პროგნოზი კლების მიმართულებით დააკორექტირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები