1. რა სანქციებს უწესებს ამერიკა და ევროპა რუსეთს 2. საქართველოს პოზიცია რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 3. რა პოზიცია აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს სანქცირებულ ,,VTB'' ბანკის მიმართ 4. რას სთავაზობს საქართველოს მთავრობა საქართველოში დარჩენილ უკრაინელ ტურისტებს და როგორ დაეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლები უკრაინის მოქალაქეებს 5. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგი საწვავის ფასზე 6. საქართველოს 2022 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 7. როგორ სრულდება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები 8. დაჩქარებული პრივატიზაცია და საინვესტიციო პაკეტების მომზადება - რა გეგმები აქვს მინისტრს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად 9. 1 მარტიდან მთავრობა შეზღუდვებს ამსუბუქებს 10. კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინს" წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის ვადა 29 აპრილამდე მისცა 1. რა სანქციებს უწესებს ამერიკა და ევროპა რუსეთს
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი აქტიურდება და ეტაპობრივად ახალ სანქციებსაც უწესებს. გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერდა Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცესი; აშშ სანქციებს უწესებს რუსულ ბანკებს, შეზღუდვას უწესებს უცხოურ ვალუტაში ბიზნესის კეთებაზე. ასევე რუს ოლიგარქებს და სახელმწიფო კომპანიებს აქტივებს უყინავენ ევროპაში, მათ შორის გაყინა ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის ქონება. საომარი მოქმედებების გამო, რუსეთის მოსახლეობას ბანკებიდან ნაღდი ფული აქტიურად გამოაქვს, რამაც ფულზე მოთხოვნა გაზარდა. მოთხოვნის დასაბალანსებლად, ბოლო მონაცემებით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კომერციულ ბანკებს 24 მლრდ აშშ დოლარი მიაწოდა. ამის პარალელურად, კი ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსული ბანკების ნაწილის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს, ამასთან გაიყინება რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, ამ სახის სანქციები, რომლებიც სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება, უდიდეს ზარალს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.
სანქციების დაწესება კვლავ გრძელდება, ამ ეტაპზე ევროკავშირის 16-მა ქვეყანამ რუსეთის ავიაკომპანიებს ცა დაუკეტა. ევროპის საბჭომ რუსეთს წარმომადგენლობის უფლება შეუჩერა, ასევე აქტიურად მიდის განხილვა და მოწოდებები რუსეთისათვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობის შესაჩერებლად, ერთ-ერთი ასეთია გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვა.
სანქციების კვალდაკვალ რუსეთის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებს ,,Anonymous“-ის სახელით ცნობილი ჰაკერული ჯგუფი, რომელიც პერიოდულად რუსეთის მთავრობისა თუ ტელევიზიის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმებს ახორციელებს და ახალ შეტევებსაც აანონსებს.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3pIdSlp ;
https://bit.ly/3HpiJxO ;
https://bit.ly/3ti0zsR 2. საქართველოს პოზიცია რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიაზე განცხადებები გააკეთეს საქართველოს მთავრობის ლიდერებმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო არ შეუერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, ამასთან საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი ზომებისკენ მოუწოდებს და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას აანონსებს. სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებას სრულიად მიუღებლად მიიჩნევს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი და საერთაშორისო პარტნიორებს მკაცრი რეაგირებისაკენ მოუწოდებს. პრემიერის განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა საზოგადოების დიდ ნაწილში და თავად საქართველოს მოქალაქეები მართავენ აქციებს თბილისში, რითაც მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია ცხადია უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც ამ ორი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე გლობალურად. თავის მხრივ ომის გავლენა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზეც აისახება, უპირველეს ყოვლისა კი ეს ლოჯისტიკის პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მთავარ რისკ ფაქტორად მიიჩნევენ თიბისი კაპიტალის ანგარიშში. საგარეო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები, ვალუტის კურსი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/33ZpVmC ;
https://bit.ly/3vtc1od ;
https://bit.ly/3sqCEbj ;
https://bit.ly/3HkolcA 3. რა პოზიცია აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს სანქცირებულ ,,VTB'' ბანკის მიმართ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებში მოხვდა ,,VTB'' ბანკიც. აშშ-ის საფინანსო სისტემის გავლით ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის შესრულება აეკრძალება. ასევე უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიაზე VTB-ის და მისი შვილობილი ორგანიზაციების კუთვნილი სახსრებიც იბლოკება. სანქციები ასევე ეხება რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას.
აღნიშნული სანქციების ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ "ვითიბი ბანკ ჯორჯია" გადახდისუნარიანია და საჭიროების შემთხვევაში მეანაბრეების ინტერესებს დაიცავენ. 2021 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, VTB ბანკი საქართველო აქტივების ზომით მეოთხე ბანკია საქართველოში, რომელმაც 2021 წელს 37.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა და 2020 წელს 1,050 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/35eJUyb ;
https://bit.ly/357hO89 ;
https://bit.ly/35zMxu7 4. რას სთავაზობს საქართველოს მთავრობა საქართველოში დარჩენილ უკრაინელ ტურისტებს და როგორ დაეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლები უკრაინის მოქალაქეებს ,,ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, კერძო სექტორთან მჭიდრო მხარდაჭერით სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა.’’ დახმარების თხოვნით კი უკვე მიმართა 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა. ამასთან, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. მათ შორის: "კურორტი საირმე", სასტუმრო Holiday Inn Tbilisi, სასტუმროების ქსელი ,,მგზავრები“, რჩეული მარანი თელავში და სასტუმრო ,,Best hotel” მზად არიან უსასყიდლოდ უმასპინძლონ უკრაინის მოქალაქეებს.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3t6bplu ;
https://bit.ly/3HpDARx ;
https://bit.ly/3Itu0OX ;
https://bit.ly/3BWEHa5 5. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგი საწვავის ფასზე რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად საწვავზე ფასები გაიზარდა და ერთ ბარელზე ფასი 100 აშშ დოლარს ასცდა. საქართველოს ნავთობიმპორტიორთა გაერთიანების წარმომადგენელთა პროფესიული შეფასებით, ყველა სცენარი ნავთობზე ფასის ზრდის მოლოდინს ქმნის და შესაძლოა ნავთობის ღირებულება 120-150 დოლარამდე გაიზარდოს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა “საქმიანი დილის” ეთერში ასევე ისაუბრა იმ ფაქტორებზე რაც საქართველოში არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დაბალ ფასს განაპირობებს, ესენია: ხარისხი, განსხვავებული საოპერაციო ხარჯები და ბაზარზე კონკურენცია.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3BVd9Cb ;
https://bit.ly/3Iqv85K ;
https://bit.ly/3pi0TX1 ;
https://bit.ly/3IurojH 6. საქართველოს 2022 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2022 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 41.2%-ით გაიზარდა და 1 110.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ექსპორტი 47.6%-ით, ხოლო იმპორტი 38.7%-ით გაიზარდა. მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების სამეული ასეთია: ბულგარეთი (15.0% მთლიან ექსპორტში); აზერბაიჯანი (14.1%) და რუსეთი (12.9%). ხოლო მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი (18.1); რუსეთი (11.0%) და აზერბაიჯანი (9.6%). ამასთან, კვლავ უცვლელია სასაქონლო სტრუქტურა, სადაც მთავარი საექსპორტო საქონელია სპილენძის მადნები (20.0%), მსუბუქი ავტომობილები (11.0%) და ფეროშენადნობები (9.5%); ხოლო ტოპ იმპორტირებული საქონელია: მსუბუქი ავტომობილები (10.3%); ნავთობი და ნავთობპროდუქტები (9.3%) და ნავთობის აირები (8.2%).
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3JRHuUO ;
https://bit.ly/3M3WYqL 7. როგორ სრულდება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები აუდიტის სამსახურმა რეკომენდაციების შესრულების პროცესის შეფასების ანგარიშის მიხედვით 2018-2020 წლებში ცენტრალურ მთავრობას და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს 2,500-მდე რეკომენდაცია გაუგზავნეს. საიდანაც, 43% სრულად შესრულდა, 17% ნაწილობრივ, 10% არ შესრულებულა, ხოლო 30% მიმდინარეა. აქვე აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი კატეგორიის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი 33%-ს შეადგენს, რაც დაბალი მაჩვენებელია.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3tbt5Mr 8. დაჩქარებული პრივატიზაცია და საინვესტიციო პაკეტების მომზადება - რა გეგმები აქვს მინისტრს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად ეკონომიკის სამინისტრო ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად ახალ პაკეტს ამზადებს, რომელსაც მთავრობას წარუდგენენ. ამასთან, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ინსტრუმენტად დაჩქარებულ პრივატიზაციასაც განიხილავს. მიმდინარე წელს პრივატიზაციის გეგმა 300 მილიონი ლარია, რამდენად შესრულდება გეგმა რთული სათქმელია, იმ დროს როცა 2021 წელს საპრივატიზაციო გეგმის 60.7%-ია შესრულებული. მთავრობას საპრივატიზაციოდ გამოაქვს ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილი შენობა-ნაგებობები. კვლავ გრძელდება ე.წ. ,,რიყის დოქები’’-ს საპრივატიზაციო საგა, რომლის საწყისი აუქციონის ფასი 10 მლნ ლარია და ინვესტორს მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიციის ვალდებულებას აკისრებს, ასევე, ეკონომიკის მინისტრი რიყის დოქებში სხვა სივრცეებთან ერთად ღვინის მუზეუმის მოწყობასაც განიხილავს.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3LZJQD7 ;
https://bit.ly/3pn4CCK ;
https://bit.ly/3pgeUVp ;
https://bit.ly/3BTSuhQ 9. 1 მარტიდან მთავრობა შეზღუდვებს ამსუბუქებს 1 მარტიდან შემსუბუქდება კოვიდ-რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანაში შემოსვლის პროცედურებთან, ასევე გაუქმდება ის აპლიკაციები რაც შემოსულ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. შემსუბუქდება კვების ობიექტებისადმი დაწესებული რეგულაციები და მათ შორის შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების ჩატარება. გაუქმდება საკარანტინე სივრცეები, 4 მარტიდან დაშვებული იქნება კლუბების მუშაობა 60%-ის ტევადობის გამოყენებით, ასევე კონფერენციები და ტრენინგები შეზღუდვების გარეშე ჩატარდება.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3viCwMZ ;
https://bit.ly/3soWSlD 10. კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინს" წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის ვადა 29 აპრილამდე მისცა კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინს" წერილობითი გაფრთხილება მისცა და 29 აპრილამდე კომპანიის წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა. 2019 წლის ოქტომბრიდან დაწყებული “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დაეკისრა, კომუნიკაციების კომისიამ სპეციალური მმართველი დაუნიშნა, რაც “ნექსოლმა” საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში გაასაჩივრა და საქმის განხილვა კვლავაც გრძელდება.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/35AbghS