მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

G&T:ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები გაუქმდა

5a73168d51d04
BM.GE
01.02.18 17:29
1886
შევიდა ცვლილებები მთავრობის 214-ე დადგენილებაში, რომელიც არეგულირებს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში შემავალი პროექტებისთვის ინტერესთა გამოხატვის წესებს.

G&T-ს ინფორმაციით, ამჟამად, ნუსხა შედგება 98 მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდრო პროექტისგან, რომელთა ჯამური საპროგნოზო დადგმული სიმძლავრე 1.5 გვტ.-ია.
ცვლილების მიხედვით, ნუსხაში შემავალი ჰესები აღარ მიიღებენ გარანტირებულ ტარიფს ესკოსგან. ამასთან, წინა-სამშენებლო გარანტია გაიზრდება 5,000-დან 15,000 აშშ დოლარამდე.

„ერთ პროექტზე რამდენიმე მსურველის შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოსავლენი კრიტერიუმი იქნება ინვესტორის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის მოცულობა. ადრინდელი წესით, პროექტი იმ ინვესტორს გადაეცემოდა, რომელიც უფრო დაბალ ტარიფს მოითხოვდა. აღნიშნული ცვლილება არ შეეხება უკვე გაფორმებულ მემორანდუმებს. ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს (როგორიცაა სეზონური რეგულირების ჰესები) შესაძლოა კვლავ მისცენ გარანტირებული ტარიფი გამონაკლისის სახით, თუმცა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ ფისკალური რისკების დეტალური შეფასების შემდეგ“, - განმარტავენ G&T-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები