მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გთხოვთ, თავი შეიკავოთ ისრაელში, ქართველებთან დაკავშირებით დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან"

ისრაელი საქართველო დროშა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება სოციალურ ქსელებში საქართველოს მოქალაქეების შესახებ გავრცელებულ არაერთ ინფორმაციას. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ინფორმაციების გადამოწმება და მოქალაქეებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას. 

აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე  ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად. 

რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ისრაელში, “ჰამასის” თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 300-მდე მოქალაქე, ხოლო დაშავდა 1100-ზე მეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები