მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გთხოვთ, არ გაბედოთ ტყუილის თქმა" , - რა კითხვა დაუსვა გიგა ბოკერიამ კობა გვენეტაძეს

5ca73bcd48f1c
თელარა გელანტია
05.04.19 15:24
8023
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს კონკრეტული კითხვით მიმართა.

კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა ერთ-ერთი ბანკის მიერ განხორციელებული გადარიცხვით და ამაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ხელთ მაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ ბანკზე, არა - „თიბისიზე“, ადგილი ჰქონდა შემდეგ ვითარებას - როდესაც ამ ბანკმა ერთ-ერთ მსხვილ კომერციულ სუბიექტზე მსხვილი სესხი გასცა და სესხი თითქმის მათი წლიური შემოსავლის ტოლი იყო, ამიტომ ეს სესხი 100%-ით უნდა დარეზერვებულიყო. ეს სესხი აღმოჩნდა ცუდი სესხი და ამ სუბიექტმა ის ვერ გადაიხადა, ხოლო ამის შემდეგ, მსხვილმა ბანკმა ხელოვნურად შპს შექმნა. ამ შპს-ს თავისი ფული მისცა და შპს-მ პასივები იმ სუბიექტისგან იყიდა, რომელიც თანხას ვერ იხდიდა და ამის შემდეგ მენეჯმენტმა, რომელმაც ასეთი ცუდი სესხი გასცა, ეს ამბავი მის დამფუძნებლებთან დამალა. თქვენ ეს საქმე განიხილეთ და „თიბისისგან“ განსხვავებით, გადაწყვიტეთ, რომ არანაირი სანქცია არ დაგეწესებინათ. რას ნიშნავს ეს? ხომ იცით, რომელ შემთხვევაზეც გესაუბრებით, გთხოვთ, არ გაბედოთ ტყუილის თქმა, რადგან მტკიცებულებებით ზუსტად ვიცი, რა საქმეზე ვსაუბრობ. რატომ გაქვთ ბანკების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება?“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში სიტყვით გამოდის. გვენეტაძე პარლამენტში „თიბისი ბანკის“ საქმესა და საბანკო რეგულაციების შედეგებზე სასაუბროდ მივიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები