მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გუბერნატორებს შეუძლიათ შექმნან ამინდი სამუშაო ადგილების შესაქმნელად"

5b7a73451431a
თელარა გელანტია
20.08.18 11:51
481
მთავრობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ძალიან ამბიციური გეგმა აქვს.

ამის შესახებ სუბარმა პრემიერ-მინისტრის მიერ 7 ახალი გუბერნატორის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალ გუბერნატორებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და კარგად იცნობენ იმ რეგიონებს, რომლის რწმუნებულები იქნებიან.

როგორც მთავრობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალმა გუბერნატორებმა პრემიერისგან კონკრეტული დავალებები უკვე მიიღეს.
Bm.ge-ის კითხვას - რას გულისხმობს მთავრობის ამბიციური გეგმა და როგორ უნდა მოახერხონ ახალმა გუბერნატორებმა რეგიონებში არსებული მთავარი გამოწვევის - უმუშევრობის დაძლევა, სოზარ სუბარმა შემდეგი პასუხი გასცა:

„მთავრობის გეგმების ბოლომდე მიყვანა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა არის გუბერნატორების მთავარი ამოცანა. ასევე სამუშაო ადგილების შექმნა არის მათი მთავარი ამოცანა; გასაგებია, რომ გუბერნატორები თავად ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, მაგრამ მათ შეუძლიათ შექმნან ამინდი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რომ მოიზიდონ ინვესტორები“, - აღნიშნა სუბარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები