მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუბერნატორი: უნდა გავაცოცხლოთ იდეა, რომელიც გომისმთის ზღვასთან საბაგიროთი დაკავშირებას გულისხმობს

57ba90c3b2b62
BM.GE
22.08.16 09:40
3089
კურორტი გომისმთა, რომელიც გურიაში ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს, შესაძლოა საბაგიროთი შეკვეთილს დაუკავშირდეს. როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, კურორტზე წელიწადში 8 თვის განმავლობაში თოვლია, მისი ზღვის კურორტებთან დაკავშირება კი ახალ ტურისტულ მარშრუტს შეკრავს. სალუქვაძის განცხადებით, საბაგიროს ოზურგეთთან დასაკავშირებლად, დაახლოებით 20 კილომეტრი დასჭირდება, მისივე თქმით, კურორტზე უახლოეს პერიოდში მოხდება წყლის და ელექტროენერგიის გაყვანა. ასევე მოხდა გზის რეაბილიტაცია და სამომავლოდ მისი მოასფალტებაც იგეგმება.

"ელექტროენერგია გომისმთას დაახლოებით 30 წელია არ ჰქონია. გზა გახდა გავლადი, თუმცა მოასფალტების სამუშაო საკმაოდ ძვირი ჯდება, რადგან იქ საჭიროა დამცავი კედლების მოწყობა, რის დაპროექტებასაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. მოხდება გომისმთის გენერალური გეგმის შემუშავება.

პერსპექტივაში, ვფიქრობთ გავაცოცხლოთ ძველი იდეა, რომელიც საბაგიროთი კურორტის ზღვასთან დაკავშირებას გულისხმობს. საბაგიროს პრივილეგია ისაა რომ დაახლოებით 20 კილომეტრში მგზავრი ოზურგეთში აღმოჩნდება, საიდანაც მატარებლით შეუძლია მოხვდეს ზღვაზე, ან შესაძლოა შეკვეთილამდე გაგრძელდეს საბაგირო. ამ ორი კურორტის დაკავშირება კოცეპტუალურად სრულიად ახალი პროექტი იქნება", - აცხადებს გუბერნატორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები