მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუდამაყარში მეხანძრეები მთელი ღამე იმუშავებენ

5cc20e1d0b574
BM.GE
25.04.19 23:43
1160
გუდამაყარში გაჩენილი ხანძრის გამო, ოცი ქვეითი მეხანძრე–მაშველი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

როგორც BM.GE–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მძიმე ტექნიკა ადგილზე ვერ შედის, ამიტომ ქვეითმა მაშველებმა ღამის განმავლობაში მონიტორინგი უნდა განახორციელონ.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ცეცხლის ღია კერები ადგილზე აღარ დარჩა, თუმცა ვითარება დილით შეფასდება.

შეგახსენებთ, რომ გუდამაყრის ხეობაში, დაახლოებით ხუთ ჰექტარ ფართობზე ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები