გუდამაყრის ხეობაში ხანძარია.
როგორც BM.GE–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიაზე, ტყის ქვედა საფარს, ძირითადად ბალახსა და ბუჩქს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 15 ქვეითი მეხანძრე–მაშველი, სპეციალური აღჭურვილობით მუშაობს. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შესვლა ვერ ხერხდება.

























