მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გუდაური-კობის ახალ სათხილამურო ტრასაზე სრიალი ზაფხულშიც იქნება შესაძლებელი"

57f7571738558
ნინო კვინტრაძე
07.10.16 12:03
19892
ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურის გასავითარებლად მთავრობა 170 მილიონის დახარჯვას გეგმავს. თანხის ნაწილი გუდაური-კობის საბაგირო ხაზის მშენებლობისთვის არის გათვალისწინებული. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, საბაგიროს მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და მისი სრულად ამოქმედება 2018 წლისთვის არის დაგეგმილი.

"საბაგირო ყაზბეგს და გუდაურს დააკავშირებს ერთმანეთთან და ერთი საბაგირო ზოლი გვექნება. უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი გზის პრობლემაც აღმოიფხვრება და ყაზბეგი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღარ იქნება, რადგან საბაგიროს მეშვეობით შეგვეძლება გადავიყვანოთ დაინტერესებული პირები“, - აცხადებს ონოფრიშვილი.

მისივე თქმით, ახალი სასრიალო ტრასა დაახლოებით 4 კილომეტრი სიგრძის იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, ონოფრიშვილის განცხადებით, მასზე სრიალი ივნისშიც იქნება შესაძლებელი.

„დგება 3 მასშტაბური საბაგირო. მსგავსი პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა. ვიმედოვნებთ, რომ ერთი საბაგიროს ამოქმედება 2017 წელსაც მოხერხდება, თუმცა აღნიშნული საპროექტო სამუშაოების ვადებზე, გამარჯვეულ კომპანიასა და ტექნიკურ დეტალებზეა დამოკიდებული", - აცხადებს ონოფრიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები