გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.