მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კობი
07.02.25 19:39
644

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო წესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ზვავდამცავ გვირაბებში. ხოლო, პირველი ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე თავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები