საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაური-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა 7 იანვრის საღამოს საათებში თოვის და ქარბუქის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დასაშვები იყო.