"გუდაურში "ენერგო პრო ჯორჯიას" ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა არ დაფიქსირებულა"
"სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა", - ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.