ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში მრავალფუნქციური ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოებისთვის 8`6 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული.
დოკუმენტაციის მიხედვით, 2019 წლის 20 დეკემბრამდე ავტოსადგომის პირველი სართულის სამუშაოები უნდა დასრულდეს იმ მდგომარეობამდე, რომ შესაძლებელი იყოს არანაკლებ 170 ავტომობილის განთავსება.
პროექტი ითვალისწინებს პარკინგის მოწყობას 378 მანქანაზე და 2 ავტობუსზე ბეტონის საფარით.
ტენდერში წინადადებების მირება 13 ივნისს მთავრდება.
“სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული მასალები უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის. სამუშაოების შესრულებისას დასაქმებული ყველა ძირითადი სპეციალისტი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის და გააჩნდეს შესაბამისი სპეციფიკით მუშაობის გამოცდილება.
მიმწოდებელს დეტალურად უნდა ჰქონდეს შესწავლილი ადგილობრივი ბაზარი, ობიექტის მასალების შეუფერხებელი მომარაგების თვალსაზრისით, უნდა იცნობდეს ადგილობრივ სპეციფიკას, ითვალისწინებდეს როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ საბაზრო კონიუნქტურას, ობიექტის გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებრივ პირობებს”,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

























