მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში საბაგიროების მშენებლობაზე გათვალისწინებული თანხა 92 მილიონამდე გაიზარდა

5b114395ccb57
თამუნა დემეტრაშვილი
01.06.18 17:00
1224
გუდაურში საბაგიროების რეკონსტრუქციასა და მშენებლობისთვის გათვალისწინებული 75 მილიონიანი დაფინანსება 92 მილიონამდე გაიზარდა, ამასთან "მთის კურორტების განვითარების კომპანია" შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებას ითხოვს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საკითხს უკვე სწავლობს. გამარტივებული შესყიდვის მოტივად სახელმწიფოებრივი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება სახელდება. კერძოდ პროექტი 2018 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და სეზონის დაწყებამდე დასრულდეს, კლიმატური პირობების გამო კი სატენდერო პროცედურების ჩატარებას შემსყიდველი შეუძლებლად მიიჩნევს.

აღნიშნული თანხები საბაგიროების "სოლიკოსა" და "პირველის" დემონტაჟსა და სხვა ადგილზე გადატანას, "კუდების" საბაგიროს რეკონსტრუქციას, დამატებით სამი ახალი საბაგიროს მშენებლობას, საბაგიროების გამშვები სისტემების შეძენას და ახალი საბაგიროების ელექტრომომარაგების სისტემის შესყიდვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გათვალისინებულია სასრიალო გზების გათოვლიანების მეორე ფაზის განხორციელებაც, რომელიც "სოლიკოსა" და "სნოუპარკის" სასრიალო გზებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები