მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში საბაგიროებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

5af57d0350454
თამუნა დემეტრაშვილი
11.05.18 15:21
535
"მთის კურორტების განვითარების კომპანია“ 75 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს. საუბარია გუდაურში საბაგიროების მშენებლობასა და რეკონსტრუქციაზე. პროექტის მიხედვით დაგეგმილია ორი საბაგიროს, - "პირველისა“ და ,,სოლიკოს“ დემონტაჟი და მათი ახლით ჩანაცვლება, ასევე "კუდების“ საბაგიროს რეკონსტრუქცია/დამოკლება და მის მიმდებარედ, კიდევ ერთი ახალი ხაზის მშენებლობა.

გამარტივებული შესყიდვის დასაბუთებაში მითითებულია, რომ ახალი საბაგიროები გეგმის მიხედვით ექსპლუატაციაში 2018-2019 წლების სეზონისთვის უნდა შევიდეს, ამიტომ სტანდარტული სატენდერო პროცედურების ჩატარება შეუძლებელია, რადგან ამან, შესაძლოა, გუდაურში სეზონის ჩავარდნა გამოიწვიოს.

პროექტის მიზანი გუდაურის საბაგიროების გამტარუნარიანობის გაზრდაა, რომელიც არსებულ მოთხოვნას ვეღარ პასუხობს. ,საბაგიროები "პირველი", "სოლიკო" და "კუდები" 1987 წელსაა დამონტაჟებული.

"პირველის"გამტარუნარიანობა 1080 ადამიანია საათში, "სოლიკოსი" - 1440 ადამიანი, "კუდების" კი 920 ადამიანი საათში.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ 2011-2017 წლების განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა გუდაურში 364%-ით გაიზარდა, გასაკვირი აღარ არის, რომ ზემოთხსენებული საბაგიროების შესასვლელებთან ასეულობით მოსრიალეს უწევს დიდი ხნით რიგში დგომა, რაც იწვევს მათ უკმაყოფილებას", - ნათქვამია ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დასაბუთებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები