მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში სეზონის გახსნის ღონისძიება 315 ათასი ლარი დაჯდება

5c061d6610506
თამუნა დემეტრაშვილი
04.12.18 10:40
947
გუდაურში სეზონის გახსნის ღონისძიება 315 ათასი ლარი დაჯდება, შესაბამისი მომსახურების შესყიდვას კი ტურიზმის ადმინისტრაცია, გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე მოახდენს.

შესაბამისი ნებართვის მისაღებად, ადმინისტრაციამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

,,საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიების მოკლე ვადებში სათანადო ხარისხით ჩატარების მიზნით, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია, მოცემული ღონისძიებებისა და მისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალებების (რაც შეიძლება ამინდის მიხედვით შესაცვლელი გახდეს, ასევე მთაში და თოვლში განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვის მიზნით) ღირებულებების წინასწარ დადგენა“, - ნათქვამია უწყების დასაბუთებაში.

საზეიმო ღონისძიება, ამინდის შესაბამისად, 15-23 დეკემბრის შუალედში უნდა ჩატარდეს. ღონისძიების ფარგლებში გუდაურის სტუმრებს ლაზერული შოუ, დიჯეი, ანიმატორები და სხვა გასართობი აქტივობები ელით, განსაზღვრულია მენიუც: ჰოთ დოგი, გლინტვეინი, ყავა, ჩაი, ცხელი შოკოლადი და ცქრიალა ღვინო ,,ჟუჟუნა”.
შეგახსენებთ, რომ წელს კურორტი გუდაური, ზამთრის სეზონსა და დაარსებიდან 30 წლის იუბილეს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.

იგეგმება ახალი ობიექტების გახსნა. დაემატება 6 ახალი საბაგირო და სასრიალო არეალი 20%-ით გაიზრდება.ასევე გაკეთდება ახალი ხელოვნური ტბა, რომელიც წელს პირველად შევა ექსპლუატაციაში. ასევე, დაემატება ხელოვნური გათოვლიანების სისტემებიც.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები