თბილისის მერია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას იწყებს. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის 18 ძეგლია განთავსებული.
„ჩვენ უკვე აღვადგინეთ აღმაშენებლის გამზირი და ის იქცა ულამაზეს მიზიდულობის ცენტრად. მიმდინარეობს ორბელიანის მოედნის აღდგენითი სამუშაოები და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემოდგომაზე უკვე გვექნება ულამაზესი უბანი. დღეს უკვე ჩვენ ვიწყებთ ამ ულამაზესი მოედნის რეაბილიტაციას.
ჩვენი თბილისი არის ის რაც წინაპრებმა შემოგვინახეს, ეს არის ულამაზესი მემკვიდრეობა და ჩვენ ვართ უბედნიერესი ადამიანები, რომ ამ მემკვიდრეობის მომსწრენი ვართ და ჩვენი ვალია რომ ის მომავალ თაობებს შემოვუნახოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

























