გუდვილის კრედიტორთა კრების მოწვევის გადაწყვეტილება სააპალეცაიო სასამართლოში მესამედ გასაჩივრდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის გადაწყვეტილება 2 ივნისს დააკმაყოფილა, კრება დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გუშინ გასაჩივრდა.
კრების მოწვევას 20-ზე მეტიკრედიტორი ითხოვს.
კრედიტორტა კომიტეტის თავმჯდომარე ტარიელ ჩოჩიშვილი "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ პირველი ინსტანცია იწვევს კრედიტორთა კრებას, შემდგომ გუდვილი მას ასაჩივრებს, ხოლო სააპელაციო კი აუქმებს.
„სასამართლომ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მესამედ დააკმაყოფილა. წინა ორი გადაწყვეტილება სააპელაციომ გააუქმა. დღეს უნდა გამართულიყო კრება, მაგრამ გადაწყვეტილება გასაჩივრდა. სააპეაციომ თუ ამჟამადაც გააუქმა ეს მესამე გადაწყვეტილება იქნება“, - ამბობს ტარიელ ჩოჩიშვილი.
სს გუდვილი გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფ კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც 28 მილიონმდე ფინანსური ვალდებულება აქვს გასასტუმრებელი.

























