მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გუდვილმა“ სომხეთში პირველი ქართული სუპერმარკეტი გახსნა

BM.GE
02.05.23 16:36
178
ჰიპერმარკეტების ქსელმა „გუდვილმა“ ფრანჩაიზით სომხეთში პირველი ქართული სუპერმარკეტი გახსნა. ერევნის შესასვლელში განთავსებულ ახალ სავაჭრო ცენტრ „მულტი მეჯიქ მოლში“ „გუდვილის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ „გუდვილის“ ობიექტი ერევანში წარმოდგენილია გასტრონომიული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანით, ქართული ტრადიციული კულინარიული კერძებით და ასევე პურ-ფუნთუშეულით. „თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტის დიზაინში მთავარი აქცენტი ქართულ ელემენტებზეა გაკეთებული. ინტერიერი გაფორმებულია თბილისის ხედებით, თაღებს კი თბილისური აივნების ორნამენტები ამშვენებს“, - განმარტავენ კომპანიაში. სომხეთში პირველი ქართული სუპერმარკეტის გახსნას საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა.

გიორგი შარვაშიძე - საქართველოს ელჩი სომხეთში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები