„გუდვილს ჯამური ვალდებულებების თითქმის 70% გასტუმრებული აქვს“ - ამის შესახებ გუდვილის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა "საქმის კურსს" განუცხადა.
მისი თქმით, რეაბილტაციის რეჟიმში შესვლის მომენტში დავალიანება 50 მილიონ ლარზე მეტი იყო, საიდანაც 30 მილიონი უკვე გადახდილია. ხაბაშვილის ამბობ, რომ კრედიტორებთან შეთანხმების საფუძველზე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად გადასახდელი 5 მილიონი ლარიდან, ნაწილი გუდვილის განვითარებას და გაფართოებას მოხმარებოდა.
„ჩვენ არ შემოვიფარგლეთ გადასახდელი თანხის მოცულობით. თუ გუდვილი მეტ მოგებას დაწერს, მეტსაც გადაიხდის“ - განაცხადა ხაბაშვილმა.

























