გუგა ცანავა იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ბიზნეს ლიდერი, რომელიც ქართულმა ფორბსმა აღნიშნა, ყდაზე გამოარჩია და მკითხველს მისი საქმიანი ისტორია მოუყვა. ფორბსის ყდაზე გუგა 2014 წელს იყო და ელიტარული კაპიტალიზმის მიმდევარი არც ერთ ეტაპზე გაჩერებული, განსაკუთრებით განათლების მიმართულებით, რაც არც მეტი და ნაკლები სრულიად უპრეცედენტო ამბებით დაგვიბრუნდა, მასზედ მორიგი პუბლიკაცია გასულ თვეში მთლად სტენფორდის ბიზნეს რევიუმ სოლიდირი სტატიით დადო, ვინც იცის რა არის სტენფორდი მოსაკითხია ასევე ალბათ რას ნიშნავს მის გამოცემაში მოხვედრა, რომელიც მსოფლიოს გამორჩეული და პერსპექტიულ ადამიანებზე წერს. ყველაფერი დანარჩენისთვის, სტენფორდზე და მის გამორჩეულ ბიზნეს პროექტზე საქართველოში, ფორბსის ახალ ოფისს გუგა ცანავა ესტუმრა.