მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Guinness vs Heineken - ვინ გახდება პრემიერ ლიგის ახალი სპონსორი?

გინესი და ჰეინეკენი პრემიერ ლიგა

ლუდსახარშ კომპანიებს Heineken-სა და Guinness-ს პრემიერ ლიგაში Budweiser-ის ჩანაცვლება სურთ. Diageo-ს მფლობელობაში მყოფმა Guinness-მა ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატს სამ წლიანი რამდენიმე ათეულ მილიონი გირვანქას ოდენობის კონტრაქტი შესთავაზა, რაც Heineken-ის შეთავაზებაზე გაცილებით მეტია, თუმცა ინგლისის ეროვნული ჩემპიონატის ხელმძღვანელები პასუხის დაბრუნებას არ ჩქარობენ.

Budweiser, რომლის მფლობელიც Anheuser-Busch InBev-ია, ლუდებს შორის ინგლისური პრემიერ ლიგის ოფიციალური სპონსორი 2019 წლიდანააა, რომელმაც Carling ჩაანაცვლა. როგორც ცნობილია Budweiser-ი პრემიერ ლიგას წელიწადში 10 მილიონ დოლარს უხდის, თუმცა კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. კომპანია ინგლისური ფეხბურთის გარდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ლუდიც იქნება, როგორც FIFA-სთან შეთანხმების ნაწილი.

Guinness-ი ცნობილია, როგორც მსოფლიო რაგბის, ექვსი ერისა და რაგბი ევროპის უმთავრესი პარტნიორი. დეკემბერში მათ კონტრაქტი გააფორმეს ქალთა ექვსი ერის ჩემპიონატთანაც და ახლა ტურნირის სახელი სწორედ ლუდსახარშის სახელობისაა. ამ შეთანხმებით Guinness-ი ორგანიზაციას წელიწადში 18,7 მილიონ დოლარს უხდის.

სარაგბო სამყაროში აქტიურად იყო ჩართული Heineken-იც, რომლის სახელი უმთავრეს სარაგბო საკლუბო ჩემპიონატის, Champions Cup-ის სახელწოდებაშიც იყო გამოყენებული, მანამ სანამ 2023 წელს Investec-მა არ ჩაანაცვლა. ორგანიზაცია ფეხბურთთანაცაა დაკავშირებული და უკვე სამი დეკადაა, რაც ჩემპიონთა ლიგის პარტნიორია, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.

უკვე ცნობილია, რომ Budweiser-ი პრემიერ ლიგასთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს და ახალი ლუდსახარში პარტნიორის შესახებ ცნობა უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები