მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გულახდილები ვიყოთ და პრემიერის და მინისტრების დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ"

5cd2cff43be90
თელარა გელანტია
08.05.19 16:45
1274
"გულახდილები ვიყოთ და პრემიერის და მინისტრების დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ"-ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრის ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ძალიან დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს. ჩვენ მას რამოდენიმე დღის წინ დავუკავშირდით და ვთხივეთ, რომ ბიზნეს ასოციაციის გაფართიებყლ ფორმატში შეხვედრა მოწყობილიყო. ბუნებრივია, როგორც ყოველთვის თანხმობა მივიღეთ. ასევე განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ პრემიერის ინიციატივით ხელისუფლებიდან საკმაოდ გაფართოებული წარმომადგენლობაა.

დიდი მადლობა ეკონომიკის ახალ მინისტრს ნათია თურნავას. ასევე მივესამლებით ფინანსთა მინისტრის პირველ მიადგილეს ლაშა ხუციშვილს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ფინანსთა მინისტრი საქართველოში არ იმყოფება. ასევე ჩვენ გვყავს ბიზნესის მეგობარი ბიზნესომბუდსმენი ირაკი ლექვინაძე.

ბატონო პრემიერო კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. გუშინ ისე მოხდა, რომ ინვესტორთა საბჭოს დავესწარი, რომელიც კანცელარიაში გაიმართა. პრემიერის შესავალი სიტყვა ძალიან საინტერესო იყო. იქ საუბარი იყო მაკროეკონიმიკურ პარამეტრებზე და მართლაც დადებით ტენდენციებზეც. ციფრებით, რომ ვიმსჯელოთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მშრალი ციფრები ყველაფერს ადასტურებენ ან პირიქით“-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა პრემიერს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე მიმოხილვის გაკეთება სთხოვა.

„ არის რაღაც საკითხები ბუნებრივია ჩვენ შეკითხვების სახით ვიტყვით. ყველას ვთხოვდი, რომ როგორც ყოველთვის გულახდილები ვიყოთ და პრემიერის და მინისტრების დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ასეთი ტიპის შეხვედრების შემდეგ.

თუ ის საკითხები და თემები, რაც განსახილველია და რაც კითხვებს ითხოვს, ეს ყველაფერი გულახდილად დავსვათ, რამეთუ ჩვენ ყველანი ერთ საერთო საქმეს ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ბიზნესის და ეკონომიკის განვითარება“-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები