უკვე 14 წელია, რაც საერთაშორისო ნავთობკომპანია Gulf საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ეს დრო საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "გალფი" არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის უნიკალურ მაგალითადაც ჩამოყალიბებულიყო. გალფის ოპერირების პერიოდში, არაერთი პროექტი დაგვამახსოვრა კომპანიამ, როგორც განათლების კუთხით, ასევე ჯანსაღი ცხოვრების, ტურიზმის ხელშემწყობი პროექტები, გარემოს დაცვის და ცხოველებზე ზრუნვის მიმართულებით.


































