აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გალფის ინიციატივით წელს კიდევ 7 ქართველი სტუდენტი ჩაერთვება გლობალური საბაკალავრო გაცვლით პროგრამაში და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს სწავლას. გლობალური საბაკალავრო გაცვლითი პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებს ერთსემესტრიანი აკადემიური გაცვლით პროგრამის ორგანიზებას აშშ-ის უნივერსიტეტებში. პროგრამის მიზანია მონაწილეებისთვის ამერიკის უკეთ გაცნობა და მათი ლიდერული უნარების განვითარება.
Gulf-ის მხარდაჭერით 2022 წლიდან დღემდე 40 სტუდენტი ჩაერთო პროგრამაში და მიიღო სრული სასწავლო დაფინანსება.


































