მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Gulf Georgia ოჯახის დარჩენილ წევრებს საბერიოდან, 50.000 ლარს გადასცემს" - გიორგი კეკელიძე

საბერიო

საბერიოში, ტრაგიკულად დაღუპული 5 მცირეწლოვანის ოჯახს "გალფი" 50 000 ლარს გადასცემს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე წერს.

"Gulf Georgia ოჯახის დარჩენილ წევრებს საბერიოდან, 50.000 ლარს გადასცემს.

ვიცით, ამ ტკივილის ყავარჯენიც კი ვერ იქნება ეს, მაგრამ უსახლოდ დარჩენილებისთვის ჭერს მაინც გააჩენს.

ამ საჭიროებაზე MMA Georgia - ს შემქმნელმა ერთმა შესანიშნავმა გოგომ მითხრა გუშინ, მათმა ნაცნობმა. მე ჩემს ნაცნობებს შევეხმიანე.მადლობა Nino Jibladze - ს ამ საოცარი პასუხისთვის", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

გუშინ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები