სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 20-24 თებერვლის ჩათვლით, 25 ქართულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში Gulfood 2023. ღონისძიება ტრადიციულად დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა და ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ვიზიტორს მასპინძლობს. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა. ვინ მიიღო ჩვენი ქვეყნიდან მონაწილეობა და რა შედეგებით დაბრუნდნენ ისინი საქართველოში?
სტუმრები: ნიკა მამუკელაშვილი - “აწარმოე საქართველოში”, ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
პაატა აროშიძე - კომპანია "სადილის" დამფუძნებელი;