მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გულის სიღრმეში გვჯეროდა, რომ ივანიშვილი მინისტრად საკუთარ სტომატოლოგს არ წარადგენდა"

5d0a5db4d115c
თათია ჩაფიჩაძე
20.06.19 14:50
3329
ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნას ნეგატიურად აფასებს.

„საქმიან დილაში“ სტუმრობისას ჩიხლაძემ უწყებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამების ეფექტურად მართვისთვის ძირეული რეფორმების განხორციელება უნდა დაიწყოს.

„მთლად ეფექტურ გადაწყვეტილებად ვერ ჩავთვლი ეკატერინე ტიკარაძის მინისტრად დასახელებას. ახალ მინისტრს არავინ იცნობს და როცა პირველად გაჟღერდა ეს ინფორმაცია, გულის სიღრმეში მაინც ყველას გვჯეროდა, რომ ეს არ იქნებოდა სიმართლე და საკუთარი ექიმის შემდეგ, ბატონი ივანიშვილი მინისტრად საკუთარ სტომატოლოგს არ წარადგენდა და თან ისევ საჩხერიდან. ყველას გვეგონა, რომ იქნებოდა ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად გარკვეულია სისტემაში, ვინც იცის და აქვს გამოცდილება პროგრამების მართვის ან - აქ ან - საზღვარგარეთ, დაუწერია რაღაც... მაგრამ აქაც მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის: 7-წლიანი მინისტრობის შემდეგ დავით სერგეენკომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პორტფელი ეკატერინე ტიკარაძეს გადააბარა, ხოლო თავად - პრემიერის მრჩევლის პოზიცია დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები