მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გუმათჰესიდან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს"

5a280ad31c556
BM.GE
06.12.17 19:19
988
"ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ ინფორმაციით, იმერეთში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ კუთვნილ გუმათის ჰიდროელექტროსადგურზე ხანძარი 31.5 მვა ძალოვან ტრანსფორმატორს გაუჩნდა.

კომპანიის ცნობით,  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

„გუმათის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს მცირე ხნით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა დროულად განახორციელა გადართვა ალტერნატიულ ხაზზე და აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღდგენა. გუმათჰესი 2 არის 22.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური“, - ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები