მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუნდში გვექნება განახლება" - „ქართული ოცნების" სრული საარჩევნო სიის წარდგენა 26 სექტემბერს იგეგმება

კობახიძე
04.09.24 23:48
437

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნაწილის დასახელება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, ხოლო სრულ სიას 26 სექტემბერს წარადგენენ.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გუნდში იქნება განახლება.

„ჩვენ ვფიქრობთ სიის დასახელებას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. სიახლეები, განახლება გვექნება გუნდში. ეს ყოველ ჯერზე ხდება ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკის ჯანსაღი შემადგენელი ნაწილი და ამ შემთხვევაშიც გვექნება განახლება.

რაც შეეხება მთლიანად სიას, ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ სიის წარდგენა ხდება ხოლმე ზუსტად ბოლო დღეს, როცა ეს იურიდიულად არის შესაძლებელი და ეს უწევს 26 სექტემბრისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები