მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურამ ბაღდოშვილი: "ჰასპის" სტანდარტი ჩემთვის არაფერს ცვლის

60a8f9a5ca7fc
ლიკა გურაბანიძე
23.05.21 13:48
2769

საცალო ვაჭრობის პუნქტებში საკვების მწარმოებლებს 1-ლი ივნისიდან HACCP-სისტემის დანერგვა მოუწევთ. სტანდარტის დანერგვა სავალდებულო ხდება სარესტორნე ბიზნესისთვისაც.

წარმოებაში HACCP-სისტემის დანერგვას დადებითად აფასებს ბიზნესი, თუმცა თვლიან, რომ მისი დანერგვა ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა სავალდებულო. ამასთან, აცხადებენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა ამ ვალდებულების გადაწევა მომხდარიყო.

რესტორანი „ჩვენის“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი აღნიშნავს, რომ HACCP-ის სტანდარტი ყველამ უნდა დაიცვას და მისი დაცვა რესტორნების უმრავლესობაში ამ დრომდეც ხდებოდა. ის ასევე მიიჩნევს, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვამ ბოლო წლებში სარესტორნე ბიზნესში ბევრი რამ შეცვალა.

“HACCP-ის სტანდატი ჩემთვის არაფერს ცვლის. პირიქით ეს მზარეულებში და მიმტანებში მეტ ვალდებულებას აჩენს, რომ მეტად დისციპლინირებულები იყვნენ. კარგია, რომ ეს სტანდარტი ინერგება, ვალდებული ვიქნებით რეგულაციები ზედმიწევნით დავიცვათ", - განმარტა ბაღდოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები