მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Guria Fish-მა კალმახის ქსელურ მარკეტებში გაყიდვა დაიწყო

630f1df81041e
მარიამ იზორია
31.08.22 20:34
1295
Guria Fish Farming-მა ქსელურ მარკეტებში კალმახის პირველი საცდელი პარტიის გაყიდვა დაიწყო. როგორც კომპანიის დირექტორი ვანო დობორჯგინიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ფერმიდან 15 ტონა კალმახი უკვე ამოიყვანეს, თუმცა სამომავლოდ აქცენტს ნორვეგიულ ორაგულზე გააკეთებენ.

„აკვაფერმაში მანამ ვიდრე ორაგულის მოშენებას დავიწყებდით, კალმახი გვყავდა, რომელიც ამოვიყვანეთ და მცირე მოცულობით ქსელურ მარკეტებში გაყიდვა დავიწყეთ. საცდელმა პარტიამ დაახლოებით 15 ტონა შეადგინა. ძირითადი აქცენტი ნორვეგიულ ორაგულზე გვაქვს, რომლის გაყიდვაც მომდევნო წლიდან დაიწყება“, - აღნიშნავს ის.

კომპანიაში გეგმავენ, რომ წარმოებით ადგილობრივი ბაზარი სრულად აითვისონ.

ცნობისთვის, Guria Fish Farming-ის აკვაფერმა გრიგოლეთში მდებარეობს. ნორვეგიული ორაგულის მეურნეობის პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რაც საბოლოოდ 200 მლნ ლარის ინვესტირებას გულისხმობს. პირველი ეტაპი 2022 წლის ბოლოს დასრულდება, რისთვისაც 8.5 მლნ ლარი უკვე ჩაიდო. კომპანია ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტის მიმართულებით განვითარებასაც აპირებს, კერძოდ, გეგმაში აღმოსავლეთით, კონკრეტულად, კი იაპონიაში ექსპორტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები