გურიაში ჩინური ინვესტიციით ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. როგორც კომპანია Energy Solution-ის ხელმძღვანელმა გიორგი აბრამიშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ჩინურ საინვესტიციო კომპანიებთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი წარმატებით დასრულდა.
"ინვესტიციების მოსაზიდად რამდენიმე კომპანიის დაინტერესება მოვახერხეთ. მოლაპარაკებები გრძელება და უახლოეს მომავალში ერთ-ერთი პროექტს დავიწყებთ. საუბარია მცირე ჰესის მშენებლობაზე", - განაცხადა აბრამიშვილმა.
მისი ინფორმაციით, გურიაში დაგეგმილი პროექტი 10 მეგავატი სიმძლავრის იქნება, რისთვისაც სავარაუდოდ, 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

























