„მოხალისეები გურიისთვის“ — მიმდინარე დიდთოვლობისა და სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოხალისეების Facebook ჯგუფი შეიქმნა.
„ჯგუფი შეიქმნა გურიაში მიმდინარე დიდთოვლობისა და სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
ამჟამად რეგიონის ბევრი სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს, საჭიროა სასწრაფო დახმარება. ჯგუფის მიზანია მოხალისეების კოორდინაცია დახმარების შეგროვება და მიწოდება ინფორმაციის გაზიარება დაზარალებული ადგილების შესახებ დამხმარე რესურსების მობილიზება თუ გსურთ დახმარება, გააზიარეთ ინფორმაცია თქვენი შესაძლებლობების შესახებ (ტრანსპორტი, დრო, რესურსები). ერთად შევძლებთ დახმარებას!“— წერია ჯგუფის აღწერაში.
პარალელურად, "ნანუკას ფონდმა" გამოყო 20 ათასი ლარი გურიის მხარის დასახმარებლად და ამასთან, შექმნა ცალკე ანგარიში, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ.
"გურიაში, თოვლში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. ეწურებათ საკვების მარაგიც. შეიქმნა ჯგუფი მოხალისეები გურიისთვის .
მოხალისეები სხვადასხვა ქალაქებიდან დღესვე წავლენ გურიისკენ.ნანუკას ფონდმა მათი ტრანსპორტირებისთვის და საჭიროებებისთვის გამოყო 20 ათასი ლარი, თუმცა ველით თქვენს ფინანსურ მხარდაჭერასაც.
გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ სპეციალურად ამ ამბისთვის გახსნილ ანგარიშის ნომრებზე რომლებიც კომენტარებშია.ასევე გთხოვთ ყველას, ვინც შემთხვევის ადგილზე ხართ, კომენტარებში დადოთ ფოტოები ან ვიდეო, რა ვითარებაა ახლა სადაც ხართ.
- GE38BG0000000605310584
- GE48TB7065736080100019 ", - წერს ჟორჟოლიანი.
მაღალი გამავლობის ავტომობილებით, მოხალისეების ნაწილი უკვე გურიაშია.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში,ახალგაზრდა მამაკაცი სახურავის წმენდისას დაშავდა დაკლინიკაში არის გადაყვანილი. როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამაკაცი კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს, იგი კონტაქტურია და კვლევები უტარდება.
გუშინ, გვიან ღამით გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა.