მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურიაში ტროპიკული ხილის წარმოება დაიწყეს

BM.GE
21.06.22 12:18
641
გურიაში, კერძოდ ლანჩხუთში მეურნეობა “ბაღჩა” გაშენდა, რომელიც ტრადიციულ ბოსტნეულსა და ხილთან ერთად, ტროპიკულს - საქართველოსთვის უცხო პროდუქტს, მათ შორის კივანოს, მარაკუიას, ავოკადოს, ჯინჯერს, ბატარას, ბრიუსელის კომბოსტოს, დრაკონის ხილსა და სხვა პროდუქტს აწარმოებს. მეურნეობა ოთხი ათას კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი და მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მიმართულების განვითარებაც იგეგმება. “ბაღჩას” დამფუძნებელი ჯერი ძუარი სოფელში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და მეურნეობის შენება საკუთარი ძალებით სახლის ეზოში დაიწყო. როგორც ის bm.ge-სთან აღნიშნავს, ჯერჯერობით პირველი წელია და სექტემბერში მოსავლის მცირე მოცულობას მიიღებს, მომდევნო წლიდან კი სრული მოსავლის აღების შემდგომ პროდუქტის გაყიდვასაც დაიწყებს. მისივე თქმით, გარდა მოყვანილი ხილისა და ბოსტნენულისა, “ბაღჩაში” თესლისა და ნერგების გაყიდვაც დაიწყება.

სტუმარი: ჯერი ძუარი - “ბაღჩას” დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები